სტატიის გაფორმების წესი:
- სტატიის ენა – ქართული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, იტალიური,
ესპანური
- ინგლისურენოვანი რეზიუმე არაინგლისურენოვანი სტატიისთვის

რედაქტორის პარამეტრები – Windows Word-ისთვის
- ფურცლის ზომა – A 4
- მინდორი – ზევით, ქვევით – 2 სმ; მარჯვნივ, მარცხნივ – 2,5 სმ.
- სტატიის სახელწოდება – AcadNusx და Times New Roman (Bold, შრიფტის ზომა – 13)
- ავტორის სახელი, გვარი – AcadNusx და Times New Roman (Bold, შრიფტის ზომა – 13)
- ტექსტის შრიფტი – AcadNusx და Times New Roman. ინგლისურენოვანი რეზიუმესთვის – Times New Roman
- შრიფტის ზომა – 11
- სტრიქონებს შორის ზომა – 1,15
- სტატიები წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიით.

დამოწმების წესი:
ავტორისეული შენიშვნები და დამოწმებები ჩატანილი უნდა იყოს სქოლიოში, შესაბამისი
გვერდის ბოლოს, და მთელ სტატიაში დაინომროს ერთიანი ნუმერაციით. სქოლიოს შრიფტის
ზომა – 9.

სქოლიოში წყაროების და ლიტერატურის დამოწმება შემდეგნაირად სრულდება:

1. წყარო: დასახელება, გამომცემელი სრულად, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი და
გვერდის ნომერი. სიტყვები ერთმანეთისგან გამოყოფილია წერტილით, გვერდი
გამოყოფილია მძიმით.

ნიმუში: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. II. თბ. 1959, გვ. 33.
ხელმეორედ დამოწმების შემთხვევაში: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, გვ. 34.

2. ლიტერატურა: ა) აღნიშნული იქნება ავტორის სახელის ინიციალი, გვარი, წიგნის სა-
ხელწოდება, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი და გვერდის ნომერი. სიტყვები ერთ-
მანეთისგან გამოყოფილია წერტილით, გვერდი გამოყოფილია მძიმით.
ნიმუში: მ. ბახტაძე. ჯაყელთა საგვარეულოს ისტორია XI-XV საუკუნეებში. თბ. 2008, გვ. 70.
ხელმეორედ დამოწმების შემთხვევაში: მ. ბახტაძე. ჯაყელთა საგვარეულოს ისტორია XI-XV საუკუნეებში, გვ.71.

ბ) თუ სტატია დაბეჭდილია ჟურნალში ან კრებულში, ჯერ დაიწერება სტატიის ავტო-
რის სახელის ინიციალი, ავტორის გვარი, პუბლიკაციის სათაური, ჟურნალის (შემოკ-
ლებით ჟურნ.) ან კრებულის (შემოკლებით კრებ.) სახელწოდება ბრჭყალებში, გამოცე-
მის ნომერი, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი, გვერდის ნომერი. სიტყვები ერთმა-
ნეთისგან გამოყოფილია წერტილით, გვერდი გამოყოფილია მძიმით.
ნიმუში: ვ. სილოგავა. ხეოთის ახლადაღმოჩენილი წარწერები. ხეოთის ეკლესიის სამრეკლოს ხუროთმოძღვრული დახასიათება. 1995-1996 წწ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილი X-XI სს. წარწერების აღწერილობა და ტექსტი. კრებ. „მესხეთი“. ტ. I. თბილისი-ახალციხე. 1997, გვ. 79.
ხელმეორედ დამოწმების შემთხვევაში: ვ. სილოგავა. ხეოთის ახლადაღმოჩენილი წარწერები. ხეოთის ეკლესიის სამრეკლოს ხუროთმოძღვრული დახასიათება. 1995-1996 წწ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილი X- XI სს. წარწერების აღწერილობა და ტექსტი, გვ. 80.
ნიმუში: გ. ჯამბურია. ქართლ–კახეთის აჯანყება და მარაბდის ბრძოლა. ბაზალეთის ტრაგედია. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. IV. თბ. 1973, გვ. 277.
ხელმეორედ დამოწმების შემთხვევაში: გ. ჯამბურია. ქართლ–კახეთის აჯანყება და მარაბდის ბრძოლა. ბაზალეთის ტრაგედია, გვ. 278.

გ) თუ წიგნს ან სტატიას რამდენიმე ავტორი ჰყავს, მითითება კეთდება იგივე პრინციპით.

დ) ქართულენოვან სტატიაში უცხოენოვანი წიგნის მითითების შემთხვევაში, დამოწ-
მების წესი იქნება ორიგინალის ენაზე, ისეთივე პრინციპით, როგორც არის ქართულ-
ენოვანი წიგნის მითითებისას: იწერება ავტორის სახელი, ავტორის გვარი, ნაშრომის
დასახელება, პუბლიკაციის ადგილი, პუბლიკაციის წელი, გვერდების მითითება ქარ-
თულად. სიტყვები ერთმანეთისგან გამოყოფილია წერტილით, გვერდი გამოყოფილია
მძიმით.
ნიმუში: C. Toumanoff. Studies in Christian Caucasian History. Washington. 1963, გვ. 429.
ხელმეორედ დამოწმების შემთხვევაში: C. Toumanoff. Studies in Christian Caucasian History, გვ. 430.

ე) თუ ნაშრომი დაბეჭდილია კონფერენციის, სიმპოზიუმის ან კონგრესის მასალებში: ჯერ დაიწერება მოხსენების ავტორის სახელის ინიციალი, გვარი, სტატიის სახელწოდება, კონფერენციის, სიმპოზიუმის ან კონგრესის დასახელება, კრებულის გამოცემის ადგილი, კრებულის გამოცემის წელი და გვერდის ნომერი. სიტყვები ერთმანეთისგან გამოყოფილია წერტილით, გვერდი გამოყოფილია მძიმით.
ნიმუში: ვ. იმნაიშვილი. დეფისის ხმარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი. შალვა ნუცუბიძე – 120. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია. II. თბ. 2008, გვ. 98.

ხელმეორედ დამოწმების შემთხვევაში: ვ. იმნაიშვილი. დეფისის ხმარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი, გვ. 99.

3. ენციკლოპედიის ან ლექსიკონის დამოწმება ხდება რედაქტორის, ავტორის ან ავტორ-
თა გვარების მითითებით, ზუსტად ისე, როგორც ბიბლიოგრაფიის მითითების მე-2
პუნქტშია მოცემული.

4. საარქივო მასალების დამოწმება ხდება შემდეგი წესით: ჯერ მიეთითება არქივის სა-
ხელწოდება სრულად, შემდეგ ფრჩხილებში მისი აბრევიატურა (მეორედ მითითებისას
მხოლოდ აბრევიატურა), ფონდი (შემოკლებით ფ.), ნომერი, აღწერის ნომერი, საქმის
ნომერი, ფურცლის ნომერი, სიტყვები ერთმანეთისგან გამოყოფილია წერტილით.
ნიმუში: საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი (სცსა.). ფონდი N416. აღწერა N4. საქმე N1032. ფურც. 1-4.
ხელმეორედ დამოწმების შემთხვევაში: სცსა. ფ. N416. აღწ. N4. საქმე N1032. ფურც. 1-4.
ნიმუში: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (ხეც). Hd-14261
ხელმეორედ დამოწმების შემთხვევაში: ხეც. Hd-14261

5. ბიბლიის და უცხოური წყაროების დამოწმება ხდება კლასიკური წესის მიხედვით